პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს

პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს

ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.

უშიშროების საბჭოს აპარატის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი დრო დანიშნოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის აპარატების შეთანხმების მიხედვით, ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს.