იმერეთში გზის რეაბილიტაციაზე სამი მუშა დაიღუპა

იმერეთში გზის რეაბილიტაციაზე სამი მუშა დაიღუპა

იმერეთი–ლეჩხუმის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს. სამუშაოების გამო კლდის აფეთქება გახდა საჭირო. როგორც ტოპნიუსისთვის გახდა ცნობილი, არასწორად გათვლილი აფეთქების გამო კლდის დიდი მასივი ჩამოიშალა, რომელიც ტერიტორიაზე მობილიზებულ მძიმე ტექნიკას დაეცა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი მუშა, რომელთაგან ორი მდინარე რიონში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 

მომხდართან დაკავშირებით ტოპნიუსმა რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურთნ მაგდა პოპიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ დროისათვის მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.