"რაღაც სცენარი იწერება უჩვენოდ და არა ჩვენს სასიკეთოდ"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის აზრით, "რაღაც სცენარი იწერება უჩვენოდ და არა ჩვენს სასიკეთოდ".

ამის შესახებ ზურაბიშვილი facebook-ის თავის გვერდზე წერს.

"ჯერ დავკრძალოთ ბიჭები, მერე დავფიქრდეთ და შევაფასოთ სიტუაცია. რაღაც სცენარი იწერება უჩვენოდ და არა ჩვენს სასიკეთოდ. ამას უნდა წყნარად გააზრება და მშვიდად პასუხის გაცემა. მიხეილ სააკაშვილი რომ ამ პროვოკაციის ნაწილია და მისი 26 მაისის მოგზაურობა და ადგილზე გამომწვევი კითხვები შემთხვევითი არ იყო, რომ მოდელირებული კლიპები ისე არ გაჩნდა, რომ ვინმეს და არა თალიბებს არ დაეგეგმა... ეს ყველაფერი ვის აწყობს? ფრთხილი და გონივრული პასუხის დროა და არა ქუჩის აქციების", - აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 9 კი დაშავდა.