ბრიუსელში დღეს პირველი ქართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ინაუგურაცია გაიმართება

ბრიუსელში დღეს პირველი ქართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ინაუგურაცია გაიმართება

ბრიუსელში დღეს პირველი ქართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების (WUGS) ინაუგურაცია გაიმართება.

საქართველოს საელჩოს შენობაში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი და სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ახალგაზრდებთან ურთიერთობის საკითხებში ანუკი ბატიაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, კულტურისა და აკადემიურ სფეროში მოღვაწე ქართველები, სასულიერო პირები, ასევე უცხოელი სტუმრები.

ინაუგურაციამდე იგეგმება პირველი ქართული სტუდენტური კონგრესის ჩატარება, სადაც ორგანიზაციის მიზნებისა და გეგმების გარდა, სტუდენტებისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.
ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება 2012 წლის ზაფხულში დაფუძნდა. ესაა პირველი ქართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს და საერთაშორისო დონეზე სტუდენტების ინტერესების დაცვასა და ეროვნული ინტერესების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ორგანიზაციას საქართველოს გარდა, წარმომადგენლობა ჰყავს ინგლისში, ბელგიაში, აშშ-ში, გერმანიაში, ლატვიაში, ჩეხეთში, ჰოლანდიაში, საბერძნეთსა და საფრანგეთში.