ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ დიპკორპუსთან საბოლოო კონსულტაციებს გაივლის

ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ დიპკორპუსთან საბოლოო კონსულტაციებს გაივლის

ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საბოლოო კონსულტაციებს გაივლის.

შეხვედრა დანიშნულია ხვალ, 14.00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია და კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.