პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია

პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები" იქმნება

პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია ‘"ქართული ოცნება - მრეწველები" იქმნება.

როგორც "პირWელს" საპარლამენტო უმრავლესობისა და ახალი ფრაქციის მომავალმა წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, მათ ფრაქციის რეგისტრაციის მიზნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უკვე მიმართეს.

ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემელაძე, დემურ ბაშალეიშვილი, თამაზ ყაჭეიშვილი, ასევე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კახიანი და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კიკნაველიძე შედიან.

ფრაქციის თავმჯდომარე გოგი თოფაძე იქნება.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში ამ დრომდე 5 ფრაქცია შედიოდა: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები", "ქართული ოცნება - კონსერვატორები" და "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი".