"ნაციონალური მოძრაობა", იმის ნაცვლად, რომ თავს უხერხულად გრძნობდეს, მთავრობას ეკამათება"

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნი არმაზ ახვლედიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა", იმის ნაცვლად, რომ თავს უხერხულად გრძნობდეს, მთავრობას ეკამათება". 

ამის შესახებ ახვლედიანმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

"ინსტრუქცია მიეცა ყველა საელჩოს, რომ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც ისინი საქმიანობენ. ოპონენტი ძალა, "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც სამწუხაროდ, დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ პრობლემა თავიდან ამ სახით წარმოქმნილიყო, იმის ნაცვლად, რომ უხერხულად გრძნობდეს თავს, მთავრობას ეკამათება", - განაცხადა ახვლედიანმა.