"მე პირველ რიგში, აფხაზი ვარ, შემდეგ სპორტსმენი და პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს"

აფხაზი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ ცვეიბამ "აპსნიპრესს" ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

"მე ვიცი კახა კალაძის შესახებ, ვიცი, რომ გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, თუმცა სამწუხაროდ, ეს მოვლენა უკვე პოლიტიკურ სიბრტყეშია გადატანილი. მე პირველ რიგში, აფხაზი ვარ, შემდეგ სპორტსმენი და პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს", - განაცხადა ცვეიბამ.