ფილიპ დიმიტროვი - ფაქტია, შეინიშნება მოძრაობები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს

ფილიპ დიმიტროვი - ფაქტია, შეინიშნება მოძრაობები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გუშინ ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა განაცხადეს, მათ ისაუბრეს შიდა ქართლში, რუსი სამხედროების მიერ ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით.

ფილიპ დიმიტროვის თქმით, ეს საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, ძლიან სერიოზულია და სერიოზულ კითხვებს ბადებს. "საკითხს, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ფაქტია, რომ შეინიშნება გარკვეული მოძრაობები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს. ეს საკითხი სერიოზულ კითხვებს ბადებს და სწორედ ამის გამო ვართ ჩვენ აქ, რათაA ვისაუბროთ სავარაუდო რეაქციაზე", – აღნიშნა დიმიტროვმა. მისივე თქმით, საკითხი საჭიროებს.