26 მაისის მონაწილეები მზად არიან, მერაბიშვილისთვის ბრალის დასამძიმებლად პროკურატურას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ

26 მაისის მონაწილეები მზად არიან, მერაბიშვილისთვის ბრალის დასამძიმებლად პროკურატურას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ

"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 26 მაისის მონაწილეები მზად არიან, ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დასამძიმებლად პროკურატურას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ. 

ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების კომენტირებისას განუცხადა.

"მხოლოდ ვანო მერაბიშვილი არ არის დამნაშავე იმაში, რაც 26 მაისს მოხდა. უპირველეს ყოვლისა, ამის მთავარი შემოქმედი სწორედ მიხეილ სააკაშვილია. მე ნამდვილად შემიძლია, დავადასტურო ის, რომ ბრალი, რომელიც მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან, აბსოლუტურად შეესაბამება ობიექტურ რეალობას, რაც ხდებოდა. 26 მაისის მონაწილეებმა, ჩვენ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას და მზად ვართ, კიდევ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ იმისათვის, რომ ბრალის დამძიმება კიდევ გაგრძელდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით დღეს ბრალი დაუმძიმდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილი ცნობილია ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.