"მერაბიშვილი პასუხისმგებელია 7 ნოემბერზე, "იმედში" შეჭრაზე, გირგვლიანის მკვლელობასა და სიკვდილის ბრიგადების ჩამოყალიბებაზე"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პასუხისმგებელია 7 ნოემბერზე, "იმედში" შეჭრაზე, გირგვლიანის მკვლელობასა და სიკვდილის ბრიგადების ჩამოყალიბებაზე. 

ამის შესახებ ბერძენიშვილმა მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების კომენტირებისას განაცხადა.

"მოსალოდნელია კიდევ უფრო დამძიმება ამ ბრალის, რადგან ვანო მერაბიშვილი არის კაცი, რომელიც პასუხს აგებს, როგორც 26 მაისზე, ისე 7 ნოემბრის ამბებზე, "იმედში" შეჭრაზე, გირგვლიანის მკვლელობაზე და ა.შ. ეს არ იყო უბრალოდ შემსრულებელი ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომლესაც ბრალი ედება პრინციპში სიკვდილის ბრიგადების ჩამოყალიბებაში და გაუგებარ სისასტიკეში. სხვა ამბავია ის კიდევ ვის დაასახელებს და ჩაითრევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამომავლოდ, რადგან ახლანდელი კანონებით საქართველოს პრეზიდენტი, ვიდრე ქვეყნის პირველი პირია, არის ხელშეუხებელი, მაგრამ მე არ ვიცი როგორი იქნება მისი მომავალი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.