ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას შპს

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას შპს "ბკ კაპიტალი" განახორციელებს

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას შპს "ბკ კაპიტალი" განახორციელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან "ივერიისა" აცნობეს , აღნიშნული ფონდის მიერ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის აშენებაზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია - შპს "ბკ კაპიტალი", რომელიც მშენებლობას განახორციელებს. 

ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი ივნისის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.