ნათია მოგელაძემ 2012 წლის განმავლობაში პრემიის სახით 34 315 ლარი მიიღო

ნათია მოგელაძემ 2012 წლის განმავლობაში პრემიის სახით 34 315 ლარი მიიღო

სახალმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ 2012 წლის განმავლობაში პრემიის სახით 34 315 ლარი მიიღო.

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მიერ მიღებულ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2012 წლის განმავლობაში საქართველოს აუდიტის სამსახურის 10 ხელმძღვანელ მუშაკს პრემიის სახით 347222 ლარი - ხელფასის 105% დაერიცხა. მათ შორის: შოთა თარხნიშვილს, გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილეს - 48050 ლარი; გიორგი ლაცაბიძეს, გენერალური აუდიტორის მოდგილეს - 39425 ლარი; კახაბერ კირტავას, კონტროლის პალატის თავჯდომარეს აჭარის ა/რ-ში - 37500 ლარი; დევი ვეფხვაძეს, გენერალური აუდიტორის მოადგილეს - 36000 ლარი; ნათია მოგელაძეს, სამსახურის უფროსს - 34315 ლარი; ზვიად ხოფერიას, სამმართველოს უფროსს - 32550 ლარი; ნატო ზაალიშვილს, დეპარტამენტის უფროსს - 30512 ლარი; ვახტანგ კეჟერაძეს, დეპარტამენტის უფროსს - 30500 ლარი; ირენა მელუას, კაბინეტის უფროსს - 30000 ლარი; გიორგი ალასანიას, დეპარტამენტის უფროსს - 28370 ლარი.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2012 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საერთოდ არ აუღიათ პრემია მთავარ აუდიტორებს: ვალერი სანაიას, გიორგი ჩახვაძეს; აუდიტორებს: ნოდარ ვეკუას, პაპუნა ხოფერიას, მაია ქობალიას, ქართლოს სახვაძეს, მურმან დარახველიძეს, გიორგი შურღაიას, თეიმურაზ გოდუაძეს, ბიქტორ გელენიძეს, ზვიად კობახიძეს; აუდიტორ-ასისტენტებს: კახა კუპრავას, ნიკოლოზ სხულუხიას, ვაჟა კაკაბაძეს, ლაშა დალაქიშვილს, ალექსანდრე გაგუას; 200 ლარი ჰქონდათ დარიცხული აუდიტორებს: ნინო ამირანაშვილს, მანანა ღვინაძეს, მაკა დიხამინჯიას, ზოია შიშინაშვილს, მეგი კოდოშვილს, ანა ალავერდაშვილს, ელენე ელიზარაშვილს, თამარ ფიცხელაურს, ლალი სეხნიაშვილს, ლია გუჯაბიძეს და ასე შემდეგ. ამ ფონზე, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში (7 თვეში) დარიცხულ ხელფასზე მეტი პრემია (გარდა ზემოთ აღნიშნული 10 თანამდებობის პირისა) გაცემულ იქნა შემდეგ თანამშრომლებზე: თინათინ ბოკუჩავაზე, თავმჯდომარის მოადგილეზე - 10500 ლარი; ლალი თვარაძეზე, თავმჯდომარის მრჩეველზე - 14200 ლარი; გიორგი კეკელიშვილზე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელზე - 11760 ლარი; ზურაბ მაისურაძეზე, უფროს აუდიტორზე - 14620 ლარი; ნინო ყიფიანზე, აუდიტორზე - 10200 ლარი; ცირა ლაშქარავაზე, აუდიტორზე - 7200 ლარი; გიორგი არსენაშვილზე, უფროს სპეციალისტზე - 11700 ლარი; ნაზი არონიაზე, აპარატის უფროსზე - 13400 ლარი; გიორგი არსენაშვილზე, შიდა აუდიტის უფროს სპეციალისტზე - 11700 ლარი; გიორგი თარაშვილზე, სამსახურის უფროსზე - 16500 ლარი, ლუიზა მაკაროვაზე, თავმჯდომარის თანაშემწეზე - 15700 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, 2012 წლის მაისში საქართველოს კონტროლის პალატაში მუშაობდა 217 თანამშრომელი, მათ შორის 88 აუდიტორი. პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, ამ პერიოდში პრემია მიიღო 84-მა თანამშრომელმა (სულ თანხობრივად – 122 610 ლარი), მათგან აუდიტორი იყო მხოლოდ 11, რომლებმაც თანხობრივად საერთო ჯამში მიიღეს 10175 ლარი, რაც მთლიანად გაცემული პრემიის თანხის მხოლოდ 8,3%-ია.

ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ოთხივე მოადგილემ, მაისში, პრემიის სახით მიიღო 13 650 ლარი (შოთა თარხნიშვილმა - 4650 ლარი, თინათინ ბოკუჩავამ - 3000 ლარი, გიორგი ლაცაბიძემ - 3000 ლარი, დევი ვეფხვაძემ - 3000 ლარი), 3475 ლარით, ანუ 34%-ით მეტი კონტროლის პალატის ყველა, 88 აუდიტორიდან 11-ის მიერ ერთად აღებულ პრემიასთან შედარებით.

იმავე პერიოდში, თავმჯდომარის კაბინეტის ყველა თანამშრომელმა პრემია მიიღო ხელფასის 100%-ის ოდენობით, სულ 10600 ლარი (ირენა მელუამ, კაბინეტის უფროსმა - 2200 ლარი; ლალი თვარაძემ, თავმჯდომარის მრჩეველმა - 2000 ლარი; რუსუდან შამუგიამ, თავმჯდომარის თანაშემწემ - 1800 ლარი; ლუიზა მაკაროვამ, თავმჯდომარის თანაშემწემ - 1800 ლარი; ვალერი შაკაიამ, თავმჯდომარის თანაშემწემ - 1800 ლარი; ეკატერინე პეტრიაშვილმა, რეფერენტმა - 1000 ლარი), 425 ლარით, ანუ 4,2%-ით მეტი კონტროლის პალატის ყველა, 88 აუდიტორიდან 11-ის მიერ ერთად აღებულ პრემიასთან შედარებით.

შიდა აუდიტის ყველა თანამშრომელმა პრემია მიიღო ხელფასის 100%-ის ოდენობით, სულ 14650 ლარი (ლევან წერეთელმა, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა - 2500 ლარი; მერაბ ჩხიკვაძემ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - 2200 ლარი; თენგიზ რამიშვილმა, მთავარმა სპეციალისტმა - 1500 ლარი; გიორგი პაპაშვილმა, მთავარმა სპეციალისტმა - 1500 ლარი; ავთანდილ თვალჭრელიძემ, მთავარმა სპეციალისტმა - 1500 ლარი; დავით ქადაგიძემ, უფროსმა სპეციალისტმა - 1300 ლარი; მამუკა ბოხოჩაძემ, უფროსმა სპეციალისტმა - 1300 ლარი; გიორგი არსენაშვილმა, უფროსმა სპეციალისტმა - 1950 ლარი, ანუ ხელფასის 150%; ლეილა აბჟანდაძემ, სპეციალისტმა - 900 ლარი), 4475 ლარით, ანუ 44%-ით მეტი კონტროლის პალატის ყველა, 88 აუდიტორიდან 11-ის მიერ ერთად აღებულ პრემიასთან შედარებით.

ასევე, მაისში, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის ყველა თანამშრომელმა პრემია მიიღო ხელფასის 100%-ის ოდენობით, სულ 25025 ლარი (ნათია მოგელაძემ, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა - 2500 ლარი; გიორგი ამირანაშვილმა, სამსახურის უფროსის მოადგილემ - 2200 ლარი; ლევან მერაბიშვილმა, კონსულტანტმა - 700 ლარი; მინდია ჯორთმენაძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; მამუკა ფიფიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; ანნა ქორიძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; თენგიზ გეწაძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; თეიმურაზ ნაჭყებიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი, პაატა ბურდულმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; გაგა ჩარქსელიანმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; მამუკა ხორგუანმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; კახა საჯაიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; ლაშა კვირკვაიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; პაატა კუბლაშვილმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; ემზარ ღარიბაშვილმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; ვენერა ქოიავამ, მთავარმა კონსულტანტმა - 925 ლარი; ირინა ლომსაძემ, სპეციალისტმა - 700 ლარი), 14850 ლარით, ანუ 146%-ით მეტი კონტროლის პალატის ყველა, 88 აუდიტორიდან 11-ის მიერ ერთად აღებულ პრემიასთან შედარებით.