თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთ პოლიციელი ლაშა ნაცვლიშვილთან საუბარს იხსენებს

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთ პოლიციელი ლაშა ნაცვლიშვილთან საუბარს იხსენებს

პროკურატურა თამაზ თამაზაშვილის სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაში ბრალდებული ექვსი პოლიციელისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

ამასთან, უშუალოდ დაკავებულთა ადვოკატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, ზოგიერთის აზრით, პოლიციელების დაპატიმრებისთვის საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს, შესაბამისად მათ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა შეეფარდოთ.

ადვოკატების ნაწილი ალტერნატიულ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს ან თავდებობას ასახელებს. ამათან, დაკავებულ პოლიცილებს 20 დეპუტატი უდგება თავდებში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზაზა ჭაიამ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ადვოკატის შუამდგომლობას მისთვის აღმკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სახის შეფარდებასთან დაკავშირებით, კერძოდ როგორც ჭაიამ განაცხადა, თუკი რომელიმე პოლიციელი აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში წინასწარ პატიმრობაში იქნება მიცემული, მასაც სურს, რომ დააპატიმრონ.

"საქმეში მონაწილე და მასთან დაკავშირებულ პოლიციელებს დიდი ხანია, ემუქრებიან და ჩვენზე ზეწოლას ახდენენ. გასული წლის ოქტომბერში შემხვდა გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და მითხრა, რომ თამაზ თამაზაშვილის თემაზე უნდა გესაუბროო. მან მითხრა, რომ ეს კაცი გაგამწარებსო. სასამართლოს ეზოში ახლა დავინახე 6 სპეცრაზმის მანქანა.. არ ვეთანხმები ადვოკატს და მოვითხოვ, რომ თუკი რომელიმე პოლიციელს შეეფარდება პატიმრობაში, მეც ვითხოვ წინასწარ პატიმრობას. ასევე ვაგრძელებ უვადო მშრალ შიმშილობას იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პოლიციელი, რომელიც თამაზაშვილის გამოა დაკავებული, ბრალდებული არ არის", - განაცხადა ზაზა ჭაიამ.

დღესვე კიდევ ერთმა ბრალდებულმა გრიგოლ კვინიკაძემაც გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, თამაზაშვილის დაკავების ფაქტზე და გამოძიების დაწყებამდე ხორციელდებოდა ზეწოლა, ასევე 24 მაისამდე როდესაც 6 პოლიციელს დააკავებდნენ, იყო შეთავაზება, რომ ერთ-ერთს ბრალი ეღიარებინა, დანარჩენებს გაუშვებდნენ და იმ ერთ ბრალდებულსაც საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ, თუმცა როგორც კვინიკაძემ განაცხადა, არც ერთი პოლიციელი ამაზე თანახმა არ იყო და ზუსტად იმ საღამოს მოხდა მათი დაკავება, რაც სასაცილოა.

ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი 6 პოლიციელის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული. მოსამართლის დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი, პატიმრობაში დარჩებიან, თუ აღმკვეთი ღონისძიების რომელიმე სხვა სახეს შეუფარდებენ თამაზ თამაზაშვილის დაკავების საქმეში ბრალდებულ პოლიციელებს.

6 პოლიციელს ბრალი ედებათ პოლიციის გენერალ თამაზ თამაზაშვილის სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაში.