იუვალ ფუქსი:   არ ვიცი დაუჭერს თუ არა ისრაელი მხარს გაერო-ში დევნილების შესახებ რეზოლუციას

იუვალ ფუქსი: არ ვიცი დაუჭერს თუ არა ისრაელი მხარს გაერო-ში დევნილების შესახებ რეზოლუციას

ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსის განცხადებით, მან ჯერ არ იცის დაუჭერს თუ არა ისრაელი მხარს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დევნილების შესახებ რეზოლუციას. 

ამის შესახებ იუვალ ფუქსმა ჟურნალისტებს თბილისის სასწავლო უნივერისტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განუცხადა. მისი თქმით, მან არ იცის ზუსტად როდის გაიმართება ამ რეზოლუციის განხილვა და არც ის იცის, მოცემულ მომენტში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელი. თუმცა, როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს როზოლუცია ოთხჯერ იყო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და ისრაელმა ოთხჯერვე თავი შეიკავა მისი მხარდაჭერისგან.

"ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თავის შეკავების მიზეზი არ არის საქართველო და საქართველოსთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ისრაელი მხარს უჭერს და კვალავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტეს და 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს არაერთხელ განუცხადებია ისრაელს. რეზოლუციაში არის პარაგრაფები, რომლებიც პრობლემურია ისრაელისთვის, მაგალითად ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით, კონკრეტულად იქ არის ესეთი პუნქტი, რომელიც ეხება ლტოლვილების დაბრუნებას ტერიტორიაზე ლეგალურად. იურიდიული თვალსაზრისით ეს წარმოადგენს პრობლემას ისრაელისთვის, სწორედ ამიტომ იკავებს თავს ამ რეზოულიციის მხარდაჭერისგან", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.

მისივე თქმით, მათ არაერთხელ განუხილავთ ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან. ამასთან ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს გარდა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც შეიკავა ადრე თავი.

"ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ავუხსნათ ჩვენი მიზეზები ქართულ მხარეს და მზად ვართ ყოველთვის დავაფიქსიროთ ისრაელის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენტიტეტის მიმართ", - დასძინა იუვალ ფუქსმა.