ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში ისრაელში ვიზიტს გამართავს

ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში ისრაელში ვიზიტს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში ისრაელში ვიზიტს გამართავს. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ისრაელში მიწვევა აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან.

როგორც იუვალ ფუქსმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ისრაელში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევ კულტურულ ჭრილში.