"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ

უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განმარტებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს უახლოეს დღეებში მეორე მოსმენით განიხილავენ. 

მისივე თქმით, განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტის მუხლები უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა. განათლების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე იმედოვნებს, რომ ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის თაობაზე.

"იმედი მაქვს, რომ ამ დღეებში ჩვენ გვექნება მეორე განხილვა და რომ ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი განხილვის თაობაზე. სამ მუხლთან დაკავშირებით იყო არსებითი შენიშვნები. პრინციპული საკითხები არ შეცვლილა, მაგრამ მოხდა მუხლების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი, ერთ შემთხვევაში საპროცედურო კომიტეტის რეკომენდციით, მეორე შემთხვევაში - ეკონომიკის სამინისტროსა და მესამე შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია, "საერთაშორისო გამჭვირალობა-საქართველოს" მხრიდან მოხდა,"- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.