გიორგი ბარამიძე:  თუ ვანო მერაბიშვილს არ მიეცა პრაიმერში მონაწილეობის საშუალება, ეს პროცესი აზრს კარგავს

გიორგი ბარამიძე: თუ ვანო მერაბიშვილს არ მიეცა პრაიმერში მონაწილეობის საშუალება, ეს პროცესი აზრს კარგავს

თუ ვანო მერაბიშვილს არ მიეცა პრაიმერში მონაწილეობის საშუალება, ეს პროცესი აზრს კარგავს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან და პრაიმერთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

"გამოცხადებული გვაქვს პრაიმერის ჩატარება, ვანო მერაბიშვილის დაკავებამ სერიოზული ცვლილებები შეიტანა ამ გეგმებში. თუ ვანო მერაბიშვილს არ მიეცა პრაიმერში მონაწილეობის საშუალება, შესაბამისად, ეს პროცესი მნიშვნელოვანწილად აზრს კარგავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მივიღებთ და ჩამოვყალიბდებით, ვინ იქნება ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალებს" სურთ და ეყოლებათ ისეთი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ექნება.

ამასთან, როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ამავდროულად ისინი დააკვირდებიან პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის მერაბიშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებებსაც.