ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულებს პირობითი მსჯავრი შეეფარდათ

ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულებს პირობითი მსჯავრი შეეფარდათ

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტის დროს, უმცირესობის წევრების ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულებს - გელა მამალაძესა და ნიკა არაბულს წელიწადი და 8 თვით პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულები და მათი ადვოკატები ადეკვატურ გადაწვეტლებად აფასებენ.

როგორც ჟურნალისტებს დაცვის მხარის ადვოკატმა, დავით ბარბაქაძემ განუცხადა, დაცვის მხარე პროცესზე აღნიშნული ბრალდებულებისთვის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია.

ადვოკატის ინფორმაციით, მამალაძე და არაბული 8 თებერვალს მომხდარი იცნიდენტის შემდეგ ხულიგნობის მუხლით დააკავეს და აღმკევთ ღონისძიებად გირაო შეეფარდათ.

ამასთან, დღევანდელ გადაწყვეტილებას ადეკვატურად მიიჩნევენ თავად ბრალდებულებიც. როგორც გელა მამალაძემ განაცხადა, აღაირებს დანაშაულს და მისთვის პირობითი მსჯავრი მოსალოდნელი და გასაგები გადაწყვეტილება იყო.