28-29 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტს გამართავს

28-29 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტს გამართავს

28-29 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტს გამართავს. 

ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ღარიბაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს და ევროკომისარს საშინაო საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა ევროპის პოლიტიკის ცენტრში.

ბერუჩაშვილის თქმით, ეს კარგი შესაძლებლობაა, რათა ბრიუსელში ოფიციალური პირისგან მიიღონ ინფორმაცია საქართველოში სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.