ბაზალეთზე საზეიმო მიღების მონაწილეებს აქციით დახვდნენ

ბაზალეთზე საზეიმო მიღების მონაწილეებს აქციით დახვდნენ

ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო მიღების მონაწილეებს ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. აქციის მონაწილეებმა სტუმრები ღონისძიებაზე სტვენისა და შეძახილების ფონზე შეაცილეს. ახალგაზრდებმა ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას პრემიერ-მინისტრის "პირადი პატიმრები" უწოდეს და ბიძინა ივანიშვილს მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, "ქართული ოცნების" დაპირებების მიუხედავად, საქართველოში დემოკრატია არ არის, რაც მათთვის მიუღებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 26 მაისთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები, მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ღონისძიებაზე იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.