წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილს დღეს, 10:00 სათზე სვეტიცხოველში მიაბრძანებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.
28 მაისს კი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა მტევანი გადაბრძანდება დასავლეთ საქართველოში, შემდეგ დღეებში - ბოდბეში, 31 მაისს და 1-ელ ივნისს წმ. მღვდელმთავრის წმინდა ნაწილს ისევ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დააბრძანებენ.
საბერძნეთის სასულიერო პირები, რომლებმაც წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს, 2 ივნისს წმინდა ნაწილს კუნძულ კერკერაზე წააბრძანებენ.
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი საქართველოში გუშინ, კორფუსის მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა ჩამოაბრძანა.