26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა საქართველოს ოცდაექვსივე ქალაქში უსაფრთხოდ ჩაიარა

26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა საქართველოს ოცდაექვსივე ქალაქში უსაფრთხოდ ჩაიარა

მთელი დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ათობით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, სამხედრო და პოლიციის ტექნიკის, ასევე, აღჭურვილობის გამოფენები, ფოლკლორული ანსამბლებისა და გუნდების საკონცერტო გამოსვლები, მხატვრების გამოფენები და სხვა.

საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ათი ათასობით მოქალაქე დაესწრო. შსს მათ უსაფრთხოებაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდა. მასშტაბურობის მიუხედავად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა მთელს საქართველოში ექსცესების გარეშე ჩაიარა. დღის განმავლობაში არცერთ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.