ბიძინა ივანიშვილს ინდონეზიის, მექსიკის პრეზიდენტები და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ბიძინა ივანიშვილს ინდონეზიის, მექსიკის პრეზიდენტები და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ინდონეზიის, მექსიკის პრეზიდენტები და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ .

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სუსილო ბამბანგ იუდჰოინოს მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ის, ინდონეზიელი ხალხის სახელით პრემიერ-მინისტრს ეროვნულ დღესასწაულს გულწრფელად ულოცავს. აქვე ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის გულითადი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული და ეს ურთიერთობები გაგრძელდება.

ბიძინა ივანიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს მექსიკის პრეზიდენტი, ენრიკე პენია ნიეტო. მისალოცში მექსიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გაღრმავდება.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ნეჩასის მისალოცში აღნიშნულია, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და მოდერნიზაციას. "ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიღწევებს დემოკრატიის გაღმავებაში, დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერებაში",-ნათქვამია წერილში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდჭერის იმედი, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.