ქართველ ერს აღმშენებლობა შეუძლია იმ პირობებშიც, როდესაც თუნდაც მომაკვდავი იმპერია, აქტიურად გვიშლიდა ხელს

ქართველ ერს აღმშენებლობა შეუძლია იმ პირობებშიც, როდესაც თუნდაც მომაკვდავი იმპერია, აქტიურად გვიშლიდა ხელს

ქართველმა ერმა აჩვენა, რომ აღმშენებლობა შეუძლია იმ პირობებშიც, როდესაც თუნდაც მომაკვდავი იმპერია, აქტიურად გვიშლიდა ხელს, - ამის შესახებ ავღანეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აღმშენებლობის ეპოქა ბოლოს ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს, რომელიც გაგრძელდა თამარ მეფის ეპოქაში, ლაშა-გიორგის ეპოქის დასაწყისამდე.

"შემდეგ მონღოლები შემოვიდნენ. ამის შემდეგ, მრავალი საუკუნის განმავლობაში, თუკი რამე შენდებოდა საქართველოში, ამას აშენებდნენ ჩვენი დამპყრობლები, შემოსული იმპერიები. პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში, ქართველმა ერმა აჩვენა, რომ შეუძლია არა მხოლოდ მსოფლიოსთვის გამაოგნებელი აღმშენებლობა მოკლე პერიოდში, იმპერიის დახმარების გარეშე, არამედ შეუძლია იმ პირობებშიც, როდესაც იმპერია, თუნდაც მომაკვდავი, აქტიურად გვიშლიდა ხელს",-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.