თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით რუსთავში 50 წლის ქალი მოკლეს

თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით რუსთავში 50 წლის ქალი მოკლეს

რუსთავში მკვლელობა მოხდა. თოდრიას მე-2 ჩიხის #1 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 50 წლის ქალბატონი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა  .

წინასწარი ინფორმაციით, ქარჩავების ოჯახში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ და 50 წლის ქალბატონს, სავარაუდოდ, თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს. მის ორ ქალიშვილს თავის არეში დაზიანებები ასევე ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

50 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, მისი შვილები კი რუსთავის ცენტრალურ სავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეზობლების განცხადებით, ქარჩავები აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდნენ. ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო. ისინი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და მეზობლებთან არ კოტაქტობდნენ. ქარჩავების მეზობლები ასევე ვარაუდობენ, რომ დანაშაული ოჯახის ნაცნობის ჩადენილია, რადგან ისინი უცნობებს კარს არასდროს უღებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.