შსს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის დაკავებას არ ადასტურებს

შსს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის დაკავებას არ ადასტურებს

შსს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანისა და რამდენიმე ყოფილი პოლიციელის დაკავებას არ ადასტურებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შსს პრესამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა გავრცელებული ინფორმაცია ყოფილი სამართალდამცავების დაკავების შესახებ ტყულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ორსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც 25 მაისს, გვიან ღამით დაიწყო, სამართალდამცავებმა ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე და რამდენიმე ყოფილი პოლიციელი დააკავეს.