უამინდობის გამო 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით საავიაციო კომპონენტი გადაიდო. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ , თვითმფრინავები გადაიფრენენ იმ შემთხვევაში, თუ გამოიდარებს. მათივე თქმით, რამდენიმე ტიპის თვითმფრინავიდან უნდა მომხდარიყო საზეიმო ბარათების გადმოყრა, ასევე, სპეციალური კვამლით საქართველოს დროშის ფერებში დაიხატებოდა საქართველოს დროშა.
თბილისის თავზე უნდა გადაეფრინათ თვითმფრინავებს SU-25, L-39 და ვერტმფრენებს MИ-24 და MИ- 8.