"დედაენის ბაღთან" შეკრებილები აქცია "არა თეოკრატიის" მონაწილეებს შეძახილითა და სტვენით შეხვდნენ

"დედაენის ბაღთან" შეკრებილები აქციის "არა თეოკრატიის" მონაწილეებს შეძახილითა და სტვენით შეხვდნენ. აღნიშნული აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ გაკეთებული სპეციალური კორდონის საშუალებით შევიდნენ ბაღში. მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან არ ყოფილა მცდელობა, რომ პოლიციის კორდონი გაერღვიათ.

როგორც აქციაზე მყოფი დეკანოზი ნიკოლოზ გობეჯიშვილი აცხადებს, საქართველოში თეოკრატიის საფრთხე არ არსებობს. "პირიქით, საქართველოში ხდება აქტიური პროპაგანდა ლგბტ პირების. დღეს მე აქ მოვედი იმიტომ, რომ არ ვარ მარტო მღვდელი, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და მინდა ჩემი ტრადიციები, რითაც ქართული სახელმწიფოებრიობა ფასობს, იყოს დაცული", - განაცხადა დეკანოზმა.