კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბერა ივანიშვილის ორი სიმღერის პრემიერა შედგება

კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბერა ივანიშვილის ორი სიმღერის პრემიერა შედგება

კახი კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩზე ბერა ივანიშვილი ორ ახალ სიმღერას იმღერებს, - ამის შესახებ დღეს, ლოკომოტივის სტადიონზე ბერა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავად განაცხადა.

მისი თქმოთ, მატჩის დაწყებამდე შეასრულებს ორ სიმღერას, რომელთა პრემიერაც სწორედ იმ დღეს შედგება. "ეს დღე გამორჩეული იქნება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. კახა კალაძე ყოველთვის იყო ჩემთვის სიამაყე. მან ძალიან ბევრი წარმატება გვაჩუქა და 31–ში კახას მადლობა უნდა გადავუხადოთ", – აღნიშნა მან და განმარტა, რომ 31 მაისისთვის მზადდება შოუ, რომელიც კალაძის მატჩს გახსნის.

კახა კალაძე დღეს "დინამოს" საწრთვნელ ბაზაზე მატჩისწინა პირველ ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც გამოსამშვიდობებელ მატჩზე კალაძის მეგობრების გუნდში ითამაშებენ.