17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წაუყენეს

17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წაუყენეს

შსს-მ 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პიროვნებას წაუყენა. უწყების განცხადებით, ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტზე 17 მაისს, ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორ პირს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ს-ს და 1982 წელს დაბადებულ ტიტალ დ-ს ბრალი წაუყენეს.

"ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161–ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

მათივე ცნობით, 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.