ზაზა ფაჩულია 4-5 წელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს

ზაზა ფაჩულია 4-5 წელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს

"მედიაპალიტრაში" გაზეთ "ლელოს" სტუმარი დღეს საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის – "ატლანტა ჰოუქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია იყო.

ზაზა ფაჩულიამ ისაუბრა თუ როგორ დაიწყო საკალათბურთო კარიერა, რა პრობლემები ჰქონდა და როგორ მიაღწია წარმატებებს.
ზაზა ფაჩულიამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ჯერჯერობით, მინიმუმ 4-5 წელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს, თუმცა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ისევ ქართულ კალაბურთში დარჩება.

ამასთან, ფაჩულიამ განაცხადა, რომ ის მწვრთნელობას არ აპირებს. მის გეგმებში შედის საქართველოში საკალათბურთო აკადემიის გახსნა.

ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუ "ლელოს" 25 მაისის ნომერში გამოქვეყნდება რუბრიკით - "შაბათის სტუმარი".