იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე მსჯელობს

იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე მსჯელობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტზე მსჯელობს. ცვლილებები ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლებური წესით არჩევას და კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და ასევე ადმინისტრაციული კომიტეტის წარმომადგენლები ფარული კენჭისყრით აირჩევიან. 

როგოერც საბჭოს სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა კონსტანტინე კუბლაშვილმა განმარტა, ცვლილებების პროექტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, პროექტში ცვლილებების შეტანის საკითხს კონფერენციაზე თავად მოსამართლეებიც დააყენებენ.

კოტე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის სამუშაო ვარიანტი გამოქვეყნებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერზე და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების დაფიქსირება.

კუბლაშვილმა მედიასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მოსამზადებელ პროცესში დაუშვებელია გარედან ჩარევა და ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთება, რაც მიმართული იქნება პროცესში ჩარევისაკენ.

"გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, უნდა მიიღოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოსამართლეებმა, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა და მოსამართლეთაკონფერენციამ. ნებისმიერი არჩევნები თავისუფალი უნდა იყოს გარე ჩარევისაგან და ნებისმიერი ტიპის ღია თუ ფარული ჩარევაზე. პირად მე მექნება კატეგორიული გამოხმაურება", – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღად 9 ივნისი განისაზღვრა. ასევე ადმინისტრაციულმა კომიტეტემა დაამტკიცა კონფერენციის დღის წესრიგი, საარჩევნო ბიულეტინებისა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშები. შემუშავდა მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელზეც მსჯელობა ამ დროისთვის მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.