პრეზიდენტმა კიბერუსაფრთოების სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2013-2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პრეზიდენტმა კიბერუსაფრთოების სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2013-2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთოების სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2013-2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საქართველოს კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია კიბერ-უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტია, რომელიც ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებული მუდმივმოქმედი საუწყებათშორისი კომისიის მიერ შემუშავდა.

სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანაში კიბერ უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, რაც სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების კიბერ სივრცეში დაცულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

"2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინაღმდეგ განხორციელებულმა მიზანმიმართულმა და მასიურმა კიბერ შეტევამ აჩვენა, რომ კიბერ სივრცის დაცულობა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის. შესაბამისად, მან "საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წ.წ. დოკუმენტში" და "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფშიაში ჰპოვა ასახვა", - აღნიშნულია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.