ფილიპ დიმიტროვი:  ადამიანებმა თავი უნდა შეიკაონ სიძულვილისგან

ფილიპ დიმიტროვი: ადამიანებმა თავი უნდა შეიკაონ სიძულვილისგან

პრემიერ-მინისტრმა ჩვენგან მოისმინა უფრო მეტად კომენტარები, ვიდრე შეკითხვები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ბიძინა ივანიშვილსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მათ 17 მაისს განვითარებული მოვლენები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება განიხილეს. ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ "ყველა ამ საკითხს საქართველო თავს გაართმევს".

"ჩვენ განვიხილეთ 17 მაისის მოვლენები და, რასაკვირველია, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება. პრემიერ- მინისტრმა ჩვენგან მოისმინა უფრო მეტად კომენტარები, ვიდერე შეკითხვები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო თავს გაართმევს ყველა ამ საკითხს. ჩვენ ასევე წამოვჭერით საკითხი იმ მოვლენების შესახებ, რაც განვითარდა მას შემდეგ რაც ზოგიერთ ადამიანს თავს დაესხნენ და ზოგადად სიძულვილის შესახებ, რომლისგანაც ადამიანებმა თავი უნდა შეიკაონ", - აღნიშნა დიმიტროვმა.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" შეხვდა.