"საერთაშორისო საზოგადოება მერაბიშვილის პროცესს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს"

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ მიმდინარე სამართლებრივ პროცესს. 

ამის შესახებ ბრინკმა ჟურნალისტებს დღეს პრემიერ ივანიშვილისა და დიპლომატირი კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ყოფილი მთავრობის წევრების დაკავებებს. აშშ მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად. ასევე, აშშ მხარს უჭერს საქართველოში კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას და სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას უდანაშაულობის პრეზუმფციის საფუძველზე", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.