სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი უახლოეს სამ დღეში უნდა დაინიშნოს

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი უახლოეს სამ დღეში უნდა დაინიშნოს

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი უახლოეს დღეებში უნდა დაინიშნოს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ წევრს , პრეზიდენტის თანხმობით, ორი კვირის ვადაში ნიშნავს. 

თანამდებობიდან წასვლის თაობაზე დავით კირვალიძის ცნობილი განცხადებიდან ორ კვირაზე მეტია გასული - ამ გადაწყვეტილების შესახებ კირვალიძემ კოლეგებს და მედიას 2 მაისს აცნობა, თუმცა კირვალიძის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულება 10 მაისით თარიღდება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი 24 მაისისთვის დანიშნული უნდა ჰყავდეს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რაკი მთავრობაში ერთი წევრი შეიცვლა, მთავრობის ხელმძღვანელს პარლამენტისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება, თუმცა პრემიერმა მომავალი მინისტრის კანდიდატურა პრეზიდენტთან უნდა შეათანხმოს.