“მართლმადი-დებილები რომ ავდგეთ და ყუბანეიშვილს მეორე ყურიც მოვაჭრათ ძირში….”

“მართლმადი-დებილები რომ ავდგეთ და ყუბანეიშვილს მეორე ყურიც მოვაჭრათ ძირში….”

ჩვენ მართლმადი-დებილები რომ ავდგეთ და ყუბანეიშვილს მეორე ყურიც მოვაჭრათ ძირში, სად ბებიაჩემის ბაბუასთან მიდის მერე?!

ასე ეხმაურება პოეტი, რეზო ამაშუკელი, პოეტ კოტე ყუბანეიშვილსი განცხადებას, რომელიც მან 17 მაისის აქციაზე გააკეთა და ლგბტ აქციის მოწინააღმდეგეებს “მათლმადი-დებილები” უწოდა.

ამაშუკელის თქმით, ყუბანეიშვილს ეპატია გალაკტიონის და ილიას შეურაცხყოფა და ახლა მაინც უნდა გააჩეროს ენა.

“მაგას თუ ჰგონია, რომ მოვხუცდი და პასუხის გაცემა არ შემიძლია ძაან ცდება! “,- განაცხადა ამაშუკელმა.

“ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ჩვენ ქართველობას არ დავკარგავთ და ამიტომ დაატიონ თავიანთი პომადიანი უკანალები და ნუ მირყვნიან მომავალ თაობას . ჩემს სულიერებას ნუ ეხებიან, რომელიც წამებით და ტანჯვით დღემდე მაქვს მოტანილი. ჯალალედინები მაქვს გამოვლილი და ახლა ამათ უნდათ, დამინგრიონ ჩემი რწმენა?!”,- დასძინა მან.