ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად უახლოეს ხანში ოფიციალურად დარეგისტრირდება

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად უახლოეს ხანში ოფიციალურად დარეგისტრირდება

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად უახლოეს ხანში ოფიციალურად, დადგენლი წესით დარეგისტრირდება, - ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს საღამოს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა "სახალხო კრების" წევრებს მისი კანდიდატურის წამოყენებისთვის მალობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ნონა გაფრინდაშვილისა და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრების დღევანდელი ინიციატივა და "მათნაირ მამულიშვილებთან ერთად ქვეყნის სამსახურში დგომა".

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი მოახერხებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმართვას.

გარდა ამისა, მისი თქმით, "დემოკრატიულ მოძრაობას" და პირადად მას ექნება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. ბურჯანაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ის მიემგზავრება საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, მას შემდეგ კი, რაც ქვეყანაში დაბრუნდება, დეტალურად ისაუბრებს წინასაარჩვენო კამპანიის სტრატეგიაზე.