ხვალ სოფიკო ჭიაურელის იუბილე აღინიშნება

ხვალ სოფიკო ჭიაურელის იუბილე აღინიშნება

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხვალ, მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 76 წლის იუბილე აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მუზეუმის ეზოში მსახიობის მიერ შესრულებული ფილმებიდან, სპექტაკლებიდან და პირადი ცხოვრებიდან 76 ფოტო იქნება ექსპონირებული.

ამასთან, იუბილესთან დაკავშირებით მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შესრულებული ჰორელიეფის გახსნა შედგება. იუბილის აღსანიშნავად ასევე მოხდება ალბომის პრეზენტაცია და წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი "სოფიკო".

ღონისძიებაში ნიკოლოზ რაჭველი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარლი და ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" მხარდაჭერით ხორციელდება.