"როცა ანაფორიანი კაცი ძალადობს, ის ისეთივე დამნაშავეა, როგორც სხვა მოძალადე"

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, "როცა ხედავ ანაფორაში კაცს, რომელიც ძალადობს, ის ისეთივე დამნაშავეა, როგორც სხვა მოძალადე".

ასე შეაფასა ზაქარეიშვილმა გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითრებული მოვლენები.

"გუშინ რაც მოხდა, არის სამარცხვინო ფაქტი, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩემი აზრით, პოლიციამ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან, პოლიცია მოუმზადებელი იყო და არ მოელოდა, რომ მერია იქნებოდა პროვოკატორი, ამიტომ მერს ვერ გაუბედა. ერთადერთი პოლიციას, რაც შეიძლება მე პირადად შენიშვნა მივცე, არის ის, რომ უნდა ებრძოლონ დანაშაულს და არა დამნაშვეებს. როცა ხედავ ანაფორაში კაცს, რომელიც ძალადობს, ის ისეთივე დამნაშავეა, როგორც სხვა მოძალადეები, ამიტომ სამწუხაროდ, ზოგიერთი სამღვდელო პირი გუშინ ისე მოიქცა, როგორც მერმა თავის დროზე შეცდომაში შეიყვანა პოლიციელები და პროვოკაციაზე წამოაგო. ავტორიტეტი ეკლესიისა, გამოყენებულ იქნა არამიზნობივად და პოლიცია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.