"ჰომოფობიის წინააღმდეგ მშვიდობიანი შეკრება შეტაკებაში მხოლოდ საქართველოში გადაიზარდა"

მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ მშვიდობიანი შეკრება შეტაკებაში მხოლოდ საქართველოში გადაიზარდა.

გერმანული გამოცემა "DerStandard" 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობიანი შეკრება დაპირისპირებაში მხოლოდ საქართველოში გადაიზარდა.

"პარასკევს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებმა ლგბტ პირების დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესი გამოხატეს. მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობიანი შეკრება საქართველოში შეტაკებებში გადაიზარდა", - წერს გამოცემა.