შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლისსამხარეო მთავარი სამმართველოს და საქართველოში ევროკავშირისმონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტოხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად,უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.

გორში მცხოვრები გიორგი გოგოლაძე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ.ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 14 მაისს გორის რაიონის სოფელ აძვისთავში რუსი სამხედროების მიერ იყო დაკავებული.