შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონში

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონში

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათთან ერთად იმერეთის რეგიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მოინახულეს.

მათ საჩხერის რაიონის მოსახლეობასთან ჯონჯოლის საკრეფად წასული ადამიანების უსაფრთხოების ზომებსა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელები ასევე შეხვდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე აკვირდებიან რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.