გიორგი გაბედავა მიიჩნევს, რომ ლგბტ-ს მხარდამჭერების აქცია

გიორგი გაბედავა მიიჩნევს, რომ ლგბტ-ს მხარდამჭერების აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო დაგეგმილი

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა მიიჩნევს, რომ გუშინ ლგბტ-ს მხარდამჭერების აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო დაგეგმილი.

როგორც გიორგი გაბედავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერად აქციაზე უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ასევე "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები მივიდნენ. გაბედავას შეფასებით, ეს "ერთი კასტა, ერთი მაფიაა".

"სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა დაარბიეს. ვინ უნდა დაგვერბია, როდესაც იქ არავინ იყო? მოვიდნენ ავტობუსებით და ისევე გაიქცნენ. მთავარია ქართველი ხალხის მოთხოვნა შესრულდეს. არა აქვს მნიშვნელობა მთავრობაში ვინ იქნება, როდესაც ხალხი რაღაცას ითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს. ხალხმა აირჩია მთავრობა და ხალხის დაკვეთა უნდა შესრულდეს. ხალხი მოითხოვს არა ძალადობას ჩვენს შვილებზე, არამედ მოითხოვს იმას, რომ საქართველოში აღარ იყოს სექსუალური აღვირახსნილობის პროპაგანდა. ეს საქართველოა და არ ვაპირებთ ასეთი რაღაცები დავთმოთ", - განაცხადა გიორგი გაბედავამ.

მისივე თქმით, 19 აპრილს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილ აქციაზე მათ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები დაინახეს.