სოსო ჯაჭვლიანი: მე ნატურით ვარ ისეთი, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ

სოსო ჯაჭვლიანი: მე ნატურით ვარ ისეთი, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ

მე ნატურით ვარ ისეთი, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, - აცხადებს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" დღევანდელი აქციის შეფასებისას პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი.

"მე ნატურით ვარ ისეთი, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. საერთოდ, ძალადობა ნამდვილადძალიან ცუდია, მაგრამ აქ როგორი რაღაც არის იცით? როდესაც ორი მხარეა და ასეთი კრიტიკული მომენტია, ერმანეთი არ უნდა გააღიზიანონ", _ აცხადებს პარლამენტარი და აღნიშნავს, რომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და თავისი ფორმა.

„მე არავისვუპირისპირდები, ვისაც როგორც უნდა, რაც უნდა ის აკეთოს, როდესაც ის სადღაც ჩაიკეტება, დაჯდება. მე ხომ მის ცხოვრებაში არ ვერევი?. გაღიზიანებას იცით რა იწვევს? როდესაც შენ გამოდიხარ და გინდა რაღაცას გაუკეთო პოპულარიზაცია და პიარი. ყველანაირი ადამიანი, ყველანაირი ფორმის ადამიანი, იყო სამი ათასი წლის წინათაც, ათი საუკუნის, ხუთი საუკუნის და ასი წლის წინათაც, უბრალოდ ყველას ჰქონდა თავისი ადგილი. საქართველოში ვინმე ვინმეს ჩაგრავდა? ვინმე ვინმეს რამეს ერჩოდა? ყველაფერს აქვს თავისი ფორმა - ვინ რას გერჩის? სად გერჩიან? რატომ გერჩიან? შენ თვითონ გამოდიხარ და აღიზიანებ ხალხს. როდესაც იცი რომ ასეთი მუხტია რომ არ უნდათ ეს, მაშინ ხდება და ვიმეორებ - მე ვინც მიცნობს ირგვივ, არასოდეს ვყოფილვარ აგრესიული, მე შეიძლება გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება რაცასთან დაკავშირებით ეგაა მეტი არაფერი", _ აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საუბარში.