რატი ამაღლობელი: იქ, სადაც პეტრემ აიღო მახვილი, მაცხოვარი გაემიჯნა პეტრეს

რატი ამაღლობელი: იქ, სადაც პეტრემ აიღო მახვილი, მაცხოვარი გაემიჯნა პეტრეს

პენ კლუბის პრეზიდენტი, პოეტი, რატი ამაღლობელი დღეს განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს იქ, სადაც პეტრემ აიღო მახვილი, მაცხოვარი გაემიჯნა პეტრეს.

"საპატრიარქოს გუშინდელმა განცხადებამ, ჩემში აღძრა შიში, რომ ეს იყო ირიბი ლეგიტიმაცია იმისა, რაც დღეს მოხდა. დღეს ჩვენ ვნახეთ ეპისკოპოსი და ათეულობით სამღვდელო პირი, რომლებიც პირდაპირ მართავდნენ დარბევას. შეირაღებულები იყვნენ სკამებით და სხვადასხვა ნივთებით. ეს ადამიანები წარმოადგენენ ეკლესიას. მე არ მინდა პათეტიკაში გადავარდე, მაგრამ იქ, სადაც პეტრემ აიღო მახვილი, მაცხოვარი გაემიჯნა პეტრეს.

ჩემი აზრით, მომხდარზე ეკლესიას პასუხისმგებლობა ეკისრება და ამ პასუხისმგებლობით უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები. სახელმწიფო ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა, რომელსაც აქვს უფლება დაშალოს, დაარბიოს ან აღვეკოთოს რომელიმე აქცია, ან შეკრება. დღეს კი ეს ყველაფერი გააკეთეს ადამიანთა ჯგუფებმა. ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც იქცეოდა არაკანონიერად, კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს", - აცხადებს ამაღლობელი.

რატი ამაღლობელის განცხადებას "ლიბერალი" ავრცელებს.