ილია მეორე:  ეკლესია ძალადობას ემიჯნება, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება

ილია მეორე: ეკლესია ძალადობას ემიჯნება, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება

ეკლესია ძალადობას ემიჯნება, მაგრამ მიაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა არ შეიძლება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, დატოვონ ქუჩები.

"ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამის პროპაგანდა. ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში, უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეს არის ცოდვა და ვერავითარი რელიგია ვერ დაუჭერს მხარს ამ ცოდვას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ცოდვა ღვთის წინაშე. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ პირად ცხოვრებაში. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება და მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, ყველას - ერთ მხარესაც, მეორესაც, რომ დატოვონ ქუჩები და წავიდნენ სახლში და ილოცონ ერთმანეთისთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.