"საქართველო ამ კონტექსტში არ უნდა წარმოჩენილიყო"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის შეფასებით, "საქართველო ამ კონტექსტში არ უნდა წარმოჩენილიყო".

წერეთლის თქმით, დღეს აქციაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები მთელს მსოფლიოში ბევრ ეკრანს მოივლის.

"ძალადობა, ანარქია, ადამიანების დევნა ამ შემთხვევაში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი კონკრეტული უმცირესობის ჯგუფს წარმოადგენენ და ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ძალადობა დაუშვებელია. ჩვენ ასეთ სახელმწიფოს არ ვაშენებთ და ბოლო წლების განმავლობაში არც გვიშენებია. ეს კადრები ალბათ, მთელს მსოფლიოში ბევრ ეკრანს მოივლის. ეს არ უნდა მომხდარიყო. საქართველო ამ კონტექსტში ნამდვილად არ უნდა წარმოჩენილიყო", - განაცხადა წერეთელმა.