ევროკავშირის ელჩები თბილისის ქუჩებში დღევანდელი ძალადობით გაოგნებულნი არიან

ევროკავშირის ელჩები თბილისის ქუჩებში დღევანდელი ძალადობით გაოგნებულნი არიან

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ელჩები აცხადებენ, რომ ისინი გაოგნებულნი არიან დღევანდელი ძალადობით თბილისის ქუჩებში და სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულებს. ამის შესახებ ნათქვამია ”ინტერპრესნიუსის” შეკითხვის პასუხად საქართველოში ევროკავშირის მისიის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

"გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ძალზე სამწუხაროა, რომ მშვიდობიან დემონსტრაციას ძალადობრივი წინააღმდეგობა მოჰყვა საპირისპირო დემონსტრაციის მონაწილეთა მხრიდან. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი. სხვათა აზრის და ცხოვრების წესისადმი შემწყნარებლობა ევროპული და საერთაშორისო ღირებულებების საფუძველია", - ნათქვამია განცხადებაში.